ვებგვერდის შექმნისას დაშვებული 5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა
შესავალი
დღეს თითქმის ყველა ბიზნესმა იცის, რომ ვებგვერდი აუცილებელია. მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი კომპანია უშვებს ისეთ შეცდომებს, რომლებიც საბოლოოდ ამცირებს საიტის ეფექტურობას. პროფესიონალურად შექმნილი ვებგევრდი არა მხოლოდ ვიზუალური ნაწილი არამედ, თქვენი ბიზნესის ყველაზე ძლიერი გაყიდვების ინსტრუმენტია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვებგვერდების შექმნა განხორციელდეს სწორად დაგეგმილი სტრატეგიის საფუძველზე.
და მაინც, რა არის ის შეცდომები, რომლების ყველაზე ხშირად გვხვდება ვებგვერდის შექმნისას?
1. ვებგვერდი არ არის მორგებული მობილურზე
დღეს მომხმარებლების დიდი ნაწილი ვებგევრდს მობილური ტელეფონიდან სტუმრობს. თუ საიტი არ არის ადაპტირებული მობილურზე, მომხმარებელი სწრაფად ტოვებს გვერდს, Google ამცირებს საიტის რეიტინგს და იკარგება პოტენციური კლიენტები. ამიტომ თანამედროვე ვებდეველოპმენტი აუცილებლად მოიცავს responsive დიზაინს. ეს დაგემხარებათ, როგორც SEOს გაუმჯობესებაში, ასევე პოტენციური მომხმარბლების მოზიდვაშიც.
2. ნელი ვებგვერდი
ნელი ვებგევრდი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც მომხმარებელი ტოვებს გვერდს. Google-ის მიხედვით, თუ ვებგვერდის ჩატვირთვა 3 წამზე მეტს გრძელდება, მომხმარებლების დიდი ნაწილი გვერდს ტოვებს. პროფესიონალურად შექმნილი ბიზნეს ვებსაიტი უნდა იყოს სწრაფი, ოპტიმიზირებული და ტექნიკურად გამართული.
3. SEO ოპტიმიზაციის არარსებობა
ხშირად კომპანიები აკეთებენ ლამაზ საიტს, მაგრამ ავიწყდებათ SEO ოპტიმიზაცია. ამის გამო საიტი არ ჩანს Google-ში, მომხმარებლები ვერ პოულობენ ბიზნესს და ტრაფიკი თითქმის ნულია. სწორად დაგეგმილი SEO სტრატეგია კი საშუალებას გაძლევთ, რომ თქვენი ვებსაიტი გამოჩნდეს Google-ის პირველ გვერდზე, რაც გეხმარებათ მომხარებლების მოზიდვაში.
4. რთული ნავიგაცია და არასათანადო UX
თუ მომხმარებელი ვებგვერდზე შესვლის შემდეგ რამდენიმე წამში ვერ პოულობს საჭირო ინფორმაციას, დიდი ალბათობით ის საიტს სწრაფად დატოვებს. სწორედ ამიტომ UI/UX დიზაინი მხოლოდ ვიზუალურ სილამაზეს არ ნიშნავს - ის მომხმარებლის კომფორტსა და მარტივ გამოცდილებას გულისხმობს.
ვებსაიტის სტრუქტურა უნდა იყოს ლოგიკური და ინტუიციურად გასაგები. მომხმარებელმა მინიმალური ნაბიჯებით უნდა შეძლოს მისთვის მნიშვნელოვანი გვერდების პოვნა - იქნება ეს კონტაქტის გვერდი, მომსახურება, პროდუქტი თუ კალათა. როდესაც ნავიგაცია რთულია ან გაუგებარი, იზრდება საიტის დატოვების რისკი და მცირდება კონვერსია.
5. ვებგვერდი არ არის განახლებული
ბევრი კომპანია ვებგვერდს ქმნის ერთხელ და შემდეგ წლების განმავლობაში აღარ ანახლებს. თუმცა თანამედროვე ციფრულ გარემოში ვებგევრდი უნდა იყოს მუდმივად განვითარებადი პლატფორმა.
რეგულარული განახლებები მნიშვნელოვანია როგორც უსაფრთხოების, ისე SEO ოპტიმიზაციისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. აქტიურად განახლებადი კონტენტი, ახალი ინფორმაცია და ტექნიკური გაუმჯობესებები ეხმარება საიტს უკეთესად გამოჩნდეს საძიებო სისტემებში და შეინარჩუნოს მომხმარებლის ინტერესი.
სწორედ ამიტომ ბევრი ბიზნესი დღეს ირჩევს კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ არა მხოლოდ ვებსაიტის შექმნას, არამედ მის მომდევნო განვითარებასა და ტექნიკურ მხარდაჭერასაც.
დასკვნა
თუ გსურთ, რომ თქვენი ბიზნესი ონლაინ სივრცეში წარმატებული იყოს, მნიშვნელოვანია პროფესიონალური ვებგვერდის შექმნა. Wevosoft ქმნის თანამედროვე ვებგვერდებს, რომლებიც აერთიანებს დიზაინს, ტექნოლოგიას და SEO ოპტიმიზაციას. დეტალებისთვის შეგიძლიათ გვეწვიოთ:
დამატებითი ინფორმაცია და სასარგებლო ბმულები
ვებგვერდის შექმნა საქართველოში
ვებგვერდის შექმნისთვის დაგვიკავშირდით
Wevosoft - ვებდეველოპმენტის კომპანია საქართველოში
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
რამდენი დრო სჭირდება ვებგვერდის შექმნას?
ვებგვერდის შექმნის დრო დამოკიდებულია პროექტის სირთულეზე. საშუალოდ ეს პროცესი რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გრძელდება.
რატომ არის SEO მნიშვნელოვანი ვებსაიტისთვის?
SEO ოპტიმიზაცია ეხმარება ვებსაიტს უკეთესად გამოჩნდეს Google-ში და მოიზიდოს მეტი მომხმარებელი.
რატომ უნდა ჰქონდეს ბიზნესს საკუთარი ვებგვერდი?
პროფესიონალურად შექმნილი ვებსაიტი ზრდის ნდობას, აძლიერებს ბრენდს და ეხმარება ბიზნესს მეტი კლიენტის მოზიდვაში.


